ტაილანდის კურორტ პატაიაში ჩატარდა განთქმული “საწოლების რბოლა”, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 27 გუნდი (6-6-კაციანი) მონაწილეობდა.
1500-მეტრიან დისტანციაზე, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ, საწოლებს თითოეული გუნდის 5 წევრი აწვებოდა.
ფინიშამდე ბევრი ვერც მივიდა, რადგან საწოლის “მართვა” საკმაოდ რთული გამოდგა.
გამარჯვებული სამ კატეგორიაში გამოვლინდა: “ყველაზე სწრაფი”, “საუკეთესო სტილის” და… “ყველაზე ნელი” გუნდები.