ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა, მეისონ მაუნთმა კარანტინი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.
ის ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა, ლონდონის ერთ-ერთ პარკში „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელთან, დეკლან რაისთან ერთად სეირნობისას შენიშნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფეხბურთელს დისციპლინური სასჯელი ელოდება საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის.
ცნობისთვის, „ჩელსი“ რამდენიმე დღეა რაც კარანტინშია. ფეხბურთელებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია გუნდის ნახევარმცველის, კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ მიიღეს.