,,ლუგანსკის რაიონში დამპყრობლებმა აიღეს ორი სოფელი და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა ლუცკში“ , – წერს unian.
სააგენტოს ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და ვინიცას რაიონებში იწვის სამხედრო ნაწილები და საწყობები.
კიევის რეგიონში კი, ქალაქ ბროვარის მახლობლად სამხედრო ნაწილში ხანძარია.
ასევე სააგნეტო წერს, რომ ოკუპანტებმა აიღეს ლუგანსკის რაიონის სოფლები გოროდიშჩე და მელოვოიე.
შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]