ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტია და არალეგიტიმური მმართველია, – ასე ეხმაურება twitter -ზე ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
მისი თქმით, დიქტატორი ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება.
,,ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტია და არალეგიტიმური მმართველი, რომელიც ევროკავშირის მიერ არ არის აღიარებული. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა, ეს არის შეხსენება საქართველოში მყოფი რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის იძლევა უკუეფექტს. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დაასრულებს!“– წერს ფონ კრამონი.
ავტორი