ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 2025 წელს ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება.
“წავალ. უთხარი მათ, (ბელარუსის ოპოზიციას) რომ მივდივარ! და რაც უფრო გართულდება სიტუაცია, დაგვძაბავენ მე და საზოგადოებას, მით უფრო მალე წავალ ამ არჩევნებზე. არცერთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, პრეზიდენტი, არ მიატოვებს ხალხს, ვინც ბრძოლაში გაჰყვა. არ ინერვიულოთ, ჩვენ ბელარუსისთვის საჭიროებისამებრ ვიმოქმედებთ”, –თქვა ლუკაშენკომ.