პრეზიდენტმა cმ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა.
“შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მითითებები გასცა გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ”, – თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა.
გომელისა და მოზირის ოლქებში, რომლებიც კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვება გადაიყვანენ სამხედრო ნაწილს, სახმელეთო ჯარებს, სარაკეტო ძალებს – მათ შორის “პოლონეზის” სარაკეტო სისტემები და “ისკანდერის” კომპლექსები.