რუსული ენერგეტიკული კომპანიის Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 67 წლის რავილ მაგანოვი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოსკოვის საავადმყოფოს მე-6 სართულზე მდებარე განყოფილების ფანჯრიდან გადმოვარდა.
რამ გამოიწვია ბიზნესმენის დაცემა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და გამოძიება დაწყებულია.