“მადლობა საქართველო! თქვენ ჩემი შვილის გვერდით დგახართ დღეს. მადლობა ყველას, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი მომავალი ჩვენია, საქართველო ჩვენია. სისტემას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი შვილები მოკლან,“- ეს განცხადება, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებს “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამაც მიმართა:
“მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ვუყურებ ამდენ ანთებულ თვალებს, რომლებიც იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს არაა საბოლოო გამარჯვება. ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ მაშინ , როცა მთლიანად ჩამოიშლება სისტემა და ის დაკომპლექტდება ახალგაზრდა, განათლებული, მოწესრუგებული ადამიანებით. უპირველესი მოთხოვნა რაც იდგა პროკურატურასთან “მირზა სუბელიანი ციხეში”. და საერთოდ, მთავარი პროკურორი გაწირეს, მირზას არ სვამენ ციხეში, ვინ არის ეს კაცი,“- თქვა კუპრავამ.