9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ქართველმა ძალოსნებმა და ექიმებმა პატივი, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლური ჟესტით მიაგეს.
ნათია გადელიამ (81 კგ) მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა 85/89/91 და „B“ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში 105/111დაძლია და მე – 4 ადგილი ერგო, ხოლო ორჭიდში 202 კილოგრამით მესამეა.
დღესვე ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელი ანტონ პლესნოი გამოვა,რომელიც მონაწილეობას 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიიღებს. პლესნოის ასპარეზობა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიყება.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია, 1 ოქრო , 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ოქროს მედალი აკვრაში რეზი დავითაძემ დაისაკუთრა, ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში ვერცლის მედალს დასჯერდა და საერთო ჯამშიც ვერცხლს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი გოგა ჩხეიძის ანგარიშზეა, ხოლო დარჩენილი ორი ვერცხლის მედალი შოთი მიშველაძემ მოიპოვა.
წყარო: kristalsport.ge