ცნობილი გახდა რომ ამერიკელი მომღერალი მადონა იმ პოპულარული ადამიანების სიის სათავეშია, რომლებიც ბრიტანულმა პრესამ თავის პუბლიკაციებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მოიხსენია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მადონას სახელი ბრიტანულ პრესაში 46017-ჯერ გაჟღერდა.
„The Daily Mirror“ -ის ინფორმაციით, სიაში მეორე ადგილზეა პოპულარული ტელეშოუს „X Factor“ – ის წამყვანი საიმონ კოუელი, რომელიც მადონას 15000-ით ჩამორჩება. მისი სახელი ბრიტანულმა პრესამ ბოლო ათი წლის განმავლობაში 29888-ჯერ ახსენა.
მესამე ადგილზეა პოპ მომღერალი რობი უილიამსი – 28563.
მეოთხეზე კეიტ მოსი -28056, მეხუთეზე კი ბრიტნი სპირსი – 27588.
ავტორი