ცნობილი მომღერალი მადონა არც ისე ახალგაზრდა აღარაა, მას უკვე 59 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად მადონა ახერხებს მუდმივად ფორმაში იყოს და 30 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს. რაც ბევრი შოუბიზნესის ახალგაზრდა წარმომადგენლისათვის მაგალითს წარმოადგენს.
მადონა სასიამოვნოდ აკვირვებს ფანებს, როცა სცენაზე აკრობატულ ილეთებს ასრულებს და თავისი მშვენიერი სხეულის დემონსტრირებას ახდენს.
ცნობილი გახდა მადონას დიეტის საიდუმლოება, რომელიც სპეციალურად მისთვის, მისმა პირადმა შეფ-მზარეულმა მაიუმი ნიშიმურამ შეიმუშავა. სწორედ ამ დიეტის საშუალებით ინარჩუნებს ვარსკვლავი ასეთ ფიგურასა და სიმხნევეს.
მომღერლის რაციონში შედის: მარცვლეული, ბოსტნეული, წყალმცენარეები და სოიო. დიდი ხანია ცნობილია რომ მადონა ვეგეტარიანელია და მან რძის პროდუქტებსა და ყავაზეც კი უარი თქვა. ყველაფერს რასაც მიირთმევს, თერმული დამუშავება მინიმალურად უტარდება. ~
მას ყველაზე მეტად მისოს წვნიანი უყვარს, რომელიც წყალმცენარეებით, სტაფილოთი, ხახვითა და სოიას სოუსით მზადდება. დილაობით კი ვარსკვლავი შვრიის ფაფით საუზმობს.
მადონას პირადმა ასისტენტმა მის დიეტაზე პრესასთან ისაუბრა და ჟურნალისტებს გაანდო, რომ ხორცზე, თეთრ შაქარსა და ყავაზე უარის თქმა ღირს, რადგან 10 დღის შემდეგ განსხვავება უკვე საგრძნობია.