ტრაგედია მოხდა სიღნაღში – წნორში 9 წლის ბავშვი სანიაღვრე არხში დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სანიაღვრე არხში ჩავარდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. დეტალების გარკვევას ,”გურია ნიუსი” სიღნაღის მერთან შეეცადა, თუმცა, ვერ მოხერხდა. შემდეგ დავუკავშირდით მერის პირველ მოადგილეს. დავით დურგლიშვილმა საუბარი არ ისურვა და შსს-ში გადაგვასამართა.
“მოდით, მაგ საკითხზე შსს-ს დაუკავშირდით”, _ გვითხრა დურგლიშვილმა.
ავტორი