ტყის ხანძარს ებრძვიან საბერძნეთში – მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო
სწრაფად გავრცელდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 000-მდე მეხანძრე და 33 თვითმფრინავია ჩართული, ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე.
გარდა ამისა, ხანძარს ებრძვიან თურქეთსა და ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ტრეს კანტოსში. ხანძრის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანების ჯანმრთელობას, მაღალი ტემპერატურის გამო, მნიშვნელოვანი რისკი ემუქრება.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა Aemet-მა განაცხადა, რომ სევილიასა და კორდობაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 44 გრადუსს მიაღწიოს, ასეთივე ტემპერატურას პროგნოზირებენ სამხრეთ პორტუგალიაშიც.






























































