პოლონეთში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის გამო პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვართან მდებარე მაღაროში მყოფი მუშები დაიკარგნენ.
მაშველებმა 7-ის პოვნა შეძლეს, 4-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-ზე მეტი მაშველია ჩართული.