ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები დედა-შვილი არიან.
როგორც ცნობილი იყო, ნანგრევებში მოყოლილი იყო 12 წლის მოზარდი, რომელიც სახლში ონლაინ-გაკვეთილებს ესწრებოდა, რა დროსაც ნგრევა მოხდა.
ბავშვის მამა შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა. მომხდარ ტრაგედიაზე წერს ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვის მამაა ასახული.
“კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა. ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა…. ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს”, _ წერს კვანტალიანი.