პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ საქართველოში ვადაგასული, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ხატია წილოსანის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს საქართველოს ექნება გამართული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, განახორციელოს იმ პროდუქტის დონაცია, რომლის გაყიდვა, შენახვის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოა.
სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს.
პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ. სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.
[sexy_author_bio]