დღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი.