“მაგთის” გაფიცული თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. კომპანიის ინჟინერ-ტექნიკოსები დილიდანვე თბილისში, მაგთის სათაო ოფისთან სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასების ზრდას ითხოვენ. გაფიცული 300-მდე თანამშრომელია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისში, აქციაზე ინჟინერ-ტექნიკოსები გურიიდანაც წავიდნენ.
ჩვენთან საუბრის დროს ისინი ამბობენ, რომ არსებული სახელფასო ანაზღაურება covid-პანდემიის და მაღალი ინფლაციის პირობებში ძალიან დაბალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე დღეა მაგთის ტელევიზია და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.
[sexy_author_bio]