ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია. უხვმა ნალექმა დაბასა და სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და შიდა გზები. ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე, გზის მონაკვეთი ჩავარდა. ასევე, დაზიანდა გაზის მილი, რის შედეგადაც 240-მდე ოჯახს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
სამების ცენტრში ორ ადგილას მეწყრული პროცესი განვითარდა. შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. სოფელ სამებაში ხვალ დილიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის სამუშაოები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved