რუსეთი ძალისმიერი გზით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების გადაწევას, ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების დემოკრატიას და უპირისპირებს ევროპის თავისუფალ ერებს ერთმანეთს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სოციალურ ქსელში წერს.
„ესტონეთში საუბრისას აღვნიშნე, რომ რუსეთი ძალისმიერი გზით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების გადაწევას, ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების დემოკრატიას და უპირისპირებს ევროპის თავისუფალ ერებს ერთმანეთს. შეერთებული შტატები პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, გმობს ძალის გამოყენების, დაშინების, დამცირებისა და ყოველგვარ ზეწოლის მცდელობას ბალტიის ქვეყნებსა თუ ჩვენი ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ. ნათელია, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების იმედი გვაქვს, თუმცა მოსკოვის ამჟამინდელი დიპლომატიური ქმედება ვერ შეზღუდავს ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თავისუფლებისმოყვარე ერების უსაფრთხოებას მსოფლიოში“, – წერს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.
მაიკ პენსის ვიზიტი დღეს დასრულდება.
1tv.ge