ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თვითმფრინავი დაეშვა.
სახელმწიფო მდივანს აეროპორტში ხვდებიან, საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.