კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიასადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო Twitter-ზე გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ წერს.
„შესანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა და საუბარი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვენლობაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა“, – წერს მაიკ პომპეო.