ჯანდაცვის მდოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
ჯანმოში აღნიშნავენ, რომ ვირუსი ჯერ კიდევ გარშემოა და შემდგომი ტალღები და ეპიდემიები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ განგაშის უმაღლესი დონე დასრულდა.
გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა “ფხიზლად იყვნენ”.
როგორც ცნობილია, “მაიმუნის ყვავილი” შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.