კანადურმა “McDonalds”-მა თავისი ახალი PR-კამპანიის ფარგლებში გადაწყვიტა ყველა დაერწმუნებინა, რომ მისი პროდუქცია ისეთივეა, როგორც სახლში დამზადებული.
კანადური „მაკდონალდსის“ დირექტორმა დენ კუდრომ „ბიგ მაკის“ სოუსის საიდუმლო რეცეპტი გაახმოვანა და მაყურებელს მისი მომზადების წესი გაუზიარა. „ბიგ მაკის“ სოუსის ინგრედიენტები 1968 წლიდან, დღემდე, საიდუმლოდ ინახებოდა.
სატელევიზიო გადაცემაში – „ჩვენი საჭმელი, თქვენი კითხვები,“ “ბიგ მაკი” კუდრომ საკუთარი ხელით მოამზადა. მან აღნიშნა, რომ სოუსში განსაკუთრებული არაფერია. მისი მომზადებისთვის საჭიროა: მაიონეზისა და მდოგვის ნაზავი, რომელსაც უმატებენ წვრილად დაჭრილ კიტრის მწნილს, ნივრის გრანულებსა და ხახვს, ბოლოს კი – ცოტა დაფქვილ წითელ წიწაკას. კუდროს თქმით, სწორედ ასე მზადდება კლასიკური “ბიგ მაკისთვის” სოუსი.