პრორუსული ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზურა მახარაძემ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ევროკავშირის დროშა მან ჩამოხსნა და დახია.
მან აღნიშნა, რომ ქვითარი მიუტანონ, ფეხებზე ჰკიდია.
,,ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ [ევროკავშირის დროშა], ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს.
დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენ გვერდით დადექით, ვისაც ჩვენი ღირებულებები გაქვთ და ვინც ამ ფარჩაკებს ანახეთ, რომ საქართველოში ჩვენი ძალა გაიმარჯვებს- ჩვენთან არს ღმერთი!“ – ამბობს მახარაძე.
დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილმა პრორუსულმა დაჯგუფებამ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
ავტორი