ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი პატრონმა, როგორც ჩანს, თავიდან იმიტომ მოიშორა, რომ საოცრად მახინჯი დაიბადა.
4 თვის საბრალო ლეკვი ახალგაზრდა ქალმა კორტნი დეიშერმა სან-ფრანცისკოში, გზის პირას დაგდებული იპოვა. მახინჯ ლეკვს ტუნა დაარქვა და შინ წაიყვანა.
დეიშერი ტუნას თავს ევლებოდა და საყვარელი ძაღლის ყოველდღიურად გადაღებული ფოტოებით ინტერნეტიც “გაავსო” – “ტუნამ ჩემი გული გაალღო”, ასე ჰქვია დეიშერის ვებგვერდს, სადაც ძაღლს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.
ბოლოს, მათი რჩევით, კორტნიმ ინტერნეტმაღაზიაც გახსნა, სადაც ტუნას სიმბოლიკიანი წვრილმანი საქონელი იყიდება. “ჰელო, ტუნა”! – აწერია მაისურებსა თუ მობილური ტელეფონის შალითებს, რომლებიც 20-25 დოლარად თვალსა და ხელშუა ქრება…
“მას სასაცილო მეჩხერი კბილები, დანაოჭებული ყელი და უჩვეულო გამომეტყველება აქვს, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდა და მიხარია, რომ უამრავ ადამიანს მოსწონს”, – ამბობს კორტნი.
ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისთვისვე მოულოდნელად მილიონერად იქცა, თავის “განძს” ცივ ნიავს არ აკარებს.