დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. დეკანოზი ამ პოსტით ვაქცინაციის თემას ეხმაურება და იხსენებს საზოგადოების იმ დამოკიდებულებას, რაც მობილური ტელეფონების, საბანკო, აიდი ბარეთებისა თუ ბიომეტრიული პასპორტების გამოჩენას მოჰყვა.
“მახსოვს, 90-იანი წლების ბოლოს როგორ გამლანძღა ერთმა სასულიერო პირმა, როცა შეიტყო, რომ მობილური ტელეფონი მქონდა.
მაშინ, ზოგადად, ამ ნივთის მიმართ მსგავსი რელიგიური ისტერია იყო ატეხილი, რომ sim ბარათი მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა და ეს ის ჩიპია, რაც გამოცხადებაშიაო. მაშინ ასე შემამკო მეგობარმა, შენ რადგან მობილური გაქვს, კალენდრის ახალ სტილზე გადასვლასაც დათანხმდებიო. პარალელურად ეს საკითხიც აქტუალური იყო იმ დროს. ზუსტად 2 კვირის მერე აუწკრიალდა მობილური ჯიბეში და მახსოვს ჯერ შეცბა, მერე ხო არ ყოფილა მასეო….
მერე იყო და ასეთი კონტროლის მექანიზმი გამოჩნდა საბანკო ბარათებში… ცოტაც და ესეც ყველამ ჩაიდო ჯიბეში და მივიწყებული იქნა ესეც.
შემდეგი მასობრივი კონტროლის საშიშროება ID ბარათებსა და ბიომეტრულ პასპორტებში გამოჩნდა, რაც იმ დროში საკითხის მოწინაღმდეგეთა უმეტესმა ჩაიდო ჯიბეში და საკითხიც მიჩუმათდა.
ახლა აცრა…
აქაც, ალბათ, ასე იქნება, ერთი ორი იმ კაცთაგანი რომ აიცრება ეს საკითხიც გადავა.
მეორე თვე დაიწყო, რაც დროებით დეაქტივაცია გავუკეთე ჩემს ფბ გვერდს, ახლახანს ისევ აღვადგინე, რამდენიმე ადამიანმა მომწერა ვაქცინის შესახებ…
არც ვაქსერი ვარ და არც ანტივაქსერი.
უბრალოდ, მივედი და გავიკეთე აცრა. იმ განწყობით და დამოკიდებულებით, როგორც ვიკეთებ სისტემატიურად დიაბეტის დასარეგულირებელ წამალს”, _ წერს კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.