კოსმეტოლოგები და ვიზაჟისტები წაბლისფერთვალებიანებს ურჩევენ, რომ მაკიაჟის დროს მეტი სიმკვეთრე მისცენ თვალების ფერს.
მათ მიაჩნიათ, რომ თუკი კონტურული ფანქრის მეშვეობით თვალის ქვემოთ წვრილ თეთრ ხაზს გაივლებენ, ხოლო ქუთუთოებს ბაცი იასამნისფერი “ჩრდილით” შეიფერადებენ, ეს თვალებს უფრო წყლიანსა და მოციმციმეს გახდის.
წარბების მიდამო შეიძლება შეიფერადონ მუქი კრემისფერი “ჩრდილით, ბოლოს კი წამწამები დაიტუშონ შავად. ასეთ მაკიაჟს უხდება ბაცი ვარდისფერი ან ჟოლოსფერი პომადა.
კიდევ ერთი რჩევა: ქერა და წაბლისფერთმიან ქალებს უფრო მეტად უხდებათ კრემისფერ-ოქროსფერი და ღია ყავისფერი “ჩრდილების” გამა. ხოლო შავგვრემანებსა და წითურებს თამამად შეუძლიათ იხმარონ ცისფერი, ვარდისფერი, იისფერი და ლურჯი “ჩრდილები.
ავტორი