ფრანგულ მედიასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში უნდა დამარცხდეს, მაგრამ რუსეთის, როგორც ქვეყნის განადგურება არ უნდა მოხდეს.
“მე მინდა, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ რუსეთის ტოტალური დამარცხებისკენ, საკუთარ მიწაზე რუსეთზე თავდასხმისკენ,”_ განაცხადა მაკრონმა.
ინფორმაციისთვის, პარასკევს მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მაკრონი ამტკიცებდა, რომ ახლა მოსკოვთან დიალოგის დრო არ არის, მაგრამ ის არ ერიდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოლოო მიზნად ხსენებას.
”დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არ დასრულდება სამხედრო გზით,”_ განაცხადა მაკრონმა.