https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაკვანეთელი კოლორიტი: „კლასიდან გაგდებით დაწყებული, კალანდით დამთავრებული, ყველაფერზე გიამბობთ“

16:24; 16.01.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძალიან თავისებური  ხასიათით ცნობილი,  გარეგნული იერითა და შინაგანი სამყაროთი ტიპიური გურული, ტრადიციების არა მარტო  საუკეთესოდ მცოდნე, არამედ მთლიანად მატარებელი და ყოველგვარ ფსევდოდამოკიდებულებას მოკლებული, უსაზღვროდ მშრომელი და იუმორზე კი არა, იუმორით „აცრილ“ _ აი, ასე იცნობენ ოზურგეთში მაკვანეთელ ილია თოიძეს.

და მაინც რომ გავიგოთ ის მახასიათებელი, რაც ილია თოიძეს ყველასა თუ ყველაფრისგან გამოარჩევს, სჯობს,  თავად მოვუსმინოთ:

_მე  ვცხოვრობ გურიასა და ევროპაში, ბატონო!  აგერ, ა, შეხედე ამ ფაცხას, ამ 150 წლის წაბლის სახლს. აქით, ნახევრად ღია ნალიის ქვეშ მაქვს ნაძვის ხე მორთული და იქით, გამოპანელებულ, (ბაღნებმა რომ ირჩიეს), იმ ოთახშიც! აქით, ისლის ქოხიც მაქვს და წისქვილიც,  მოქმედი ჩამურიც და უამრავი ძველისძველი ნივთი…იი, უნაგირი, კედელზე რომ ჰკიდია, ვასაძის ქალმა (მეუღლეზე, ლალი ვასაძეზე ამბობს. ავტ.) მზითვად მოიყოლა ,მარა ვერაფრით ვერ დამადგა, დავრჩი ჩემს ჭკუაზე, _ ამ სიტყვებზე გულიანად ხითხითებს.  იცინის ქალბატონი ლალიც, ილიას მეუღლე. მერე კი ისევ აგრძელებს _ მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დიდი ხნის წინ, სკოლიდანაც გამაგდეს , სად არ ვიარე, სად არ ვეხეტე, არც თავი დამიკარგავს, უთვალავი პროფესია ავითვისე, რვა ორგანიზაციაშიც ვიმუშავე, პოლიციის და უშიშროების გარდა (კვლავ ხითხითებს) და მოვაღწიე აქამდე. ახლა, რაკი იანვარია, გურულისთვის ყველაზე საყვარელი კალანდის თვე, ყველაფერს გიამბობთ, კლასიდან გაგდებით დაწყებული, კალანდის აღნიშვნით და ჩემი „მყეფარა“ ჯიშის ძაღლების ამბებით დამთავრებული. ოღონდ სულის მოთქმა მაცალეთ, პაწა. გარედან კი გეგონები კარგად, მარა მთლად მასე კი არაა, ხელოვნურ გულზე ვარ.

ილია თოიძის კარმიდამო ერთ უზარმაზარ ეთნოგარემოს უფრო წარმოადგენს, სადაც, რომც ეცადო, ძნელია,  აღმოაჩინო რაიმე განყენებული. აქ არის ისეთი  ერთობლიობა  ნაგებობების, სანადირო, შრომის თუ ლხინისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთებისა, რაც გურული ყოფისთვის საუკუნეების მანძილზე იყო დამახასიათებელი. აქვე  აღსანიშნავია, რომ  თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკური სიახლეებით და მსგავსი  კომფორტით სარგებლობა ნაკლებად იზიდავს.  უყვარს ტრადიციული კერძების მომზადებაც და არა მარტო სადღესასწაულო დღეებში. მას ფსევდოდამოკიდებულება არცერთი  ტრადიციული ადათისა თუ ნივთის მიმართ არ აქვს და დღემდე, გურული სამოსით,  მოხდენილად მორგებული ყაბალახით დადის. ყველაზე უფრო კი, ოზურგეთის ქუჩებში ასეთი ჩაცმულობით სიარული,  სადღესასწაულო დღეებში უყვარს.

ვრცელ კარმიდამოში, სადაც  პატარა, ჩქარ მთის მდინარე აგიდაყვას ნაწილი აქვს გადმოშვებული. ანკარა წყლის თეთრი ქაფი მარგალიტებივით იშლება საყვარელი წისქვილის სათავესთან.

_ რა მინდი?  მინდის დატოვებას ვინ მაკადრებს (გურიაში დაფქვისას დატოვებულ წილს ნიშნავს,  როგორც გადასახადისა. ავტ.), ყველას ვუფქვავ და კვლავ ასე გავაგრძელებ, სანამ შევძლებ. მე მამაპაპურ ცხოვრებას ვაგრძელბ. შრომა ჩემი არსებობის წყაროა, ნადირობა ამოსავალი წერტილი.  გურული „მყეფარას“ ჯიში, რომელსაც მეკვერნე ძაღლს ვეძახით,  მე გადავარჩინე. იცით,  ეს რა საუცხოო და საყვარელი ჯიშია? უტყუარი მეძებარი,  ალღოიანი, გამჭრიახი, აი, გურულები რომ ვიტყვით, „ჭკუით გატენილიაო“, ისეთი.  კობა ნარჩემაშვილს ვაჩუქე მხოლოდ. მესტუმრა ერთხელ  და როცა ვესაუბრე, მივხვდი, სერიოზულად არის ნადირობაზე შეყვარებული. ამავე დროს საუკეთესო პატრონიცაა. ამიტომ ვაჩუქე. შემპირდა, რომ არავის არ აჩუქებდა.  ხშირად მეხმიანება. მე ყველა ნაღდ ადამიანს ვცემ პატივს, ვისაც  „ხლუსტობა“ არ უყვარს არანაირ საქმეში, _ საუბარში დაღლა არ ეტყობა ენაწყლიან მასპინძელს.

რაკი ბევრს და უამრავ საინტერესო ამბებს გვიყვება, მაინც თავდაპირველად შეპირებულზე ვეკითხებით  _ რატომ გამოაგდეს სკოლიდან, რა გზა გაიარა მას შემდეგ და როგორ ხვდებოდა და ხვდება მისთვის, ისევე, როგორც ყველა გურულისთვის, ასე საყვარელ კალანდას.

თურმე,  მერვე კლასში რომ იყო , სკოლაში წაუღია ასეთი წიგნი:  „დეზერტირები შემოაცილა ფილიპე მახარაძემ.“ …. შეუცხადებია მასწავლებელს, ეს ხალხისთვის საზიანო ლიტერატურას  კითხულობსო. მოკლედ, არ გაჭრა, თურმე, არაფერმა და მერვე კლასის დასრულებისას, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში გადაიტანა საბუთები…

“იქაც მომდიეს, არ გამაჩერეს სკოლაში და როცა ჯარში წავედი, იქ ვიყოჩაღე. ბეწვმცოდნეობის სპეციალობას დავეუფლე. მერე,  როცა სავალდებულო სამსახური დავასრულე, ეს სპეციალობა _ ბეწვმცოდნეობა ნადირობის საქმეში გამოვიყენე. კვების ტექნოლოგიის ტექნიკუმიც დავამთავრე და კაცობა და ადამიანობა  არ დამიკარგავს. იმათ იკითხონ, მაშინ რაღაც წიგნისთვის სკოლა რომ დამატოვებინეს, სული და გული არ ჰქონდათ, ალბათ… და მე კიდევ ადამიანად დავრჩიო, _ გვიყვება ის.

ბატონი ილია განსაკუთრებული მოწიწებით კალანდაზე საუბრობს. ამბობს, რომ  ჯანსაღი ტრადიციების უსაზღვროდ მოყვარეა, მეგობრებისთვის თავდადებული, რამდენი თოფი და            სხვა საკრალური ნივთი გაუჩუქებია, არც ახსოვს. თუმცა,  მფლანგველობას კარგად ასხვავებს ხელგაშლილობისგან და ამბობს, რომ შუაში აუცილებელი ზღვარია საჭირო.

მერე ისევ ხითხითებს: _ სამი ქალიშვილი მყავს, ორი მათგანი ტყვიას ტყვიაში  სვამს. მესამე კი ორ შაურად გაყიდის აქაურობას. ამიტომ ჩემი შვილიშვილი, ვახო თედელური მოვიყვანე ჩემთან. ახლა მოსწავლეა. ყველაფერს ვასწავლი, ნადირობიდან დაწყებული. ვიცი, გამიმართლებს, _ ჩვეული იუმორიდან სერიოზულ, იმედიან საუბარს აგრძელებს. მერე კი კალანდის სამზადისის და აღნიშვნის ცერემონიალზე გვიყვება, რომლის მონაწილე, შორეული ბავშვობიდან არის და   დღემდე  აგრძელებს საკუთარ ოჯახში, ასევე თანამოაზრეებში:

_ ახლა ზოგი აქეთ გვასწავლის, კალანდა ისევ უნდა დავამკვიდროთო. მხოლოდ ტრადიცია არ უნდა იყოსო… რას არ გაიგონებს კაცის ყური. რა უნდა დავამკვიდროთ, დასამკვიდრებელი რა სჭირს კალანდას?!  გურულებმა უხსოვარი დროიდან  გამოატარეს და შეინარჩუნეს.  მოიტანეს დღემდე. შენარჩუნება კი, როგორც ყოველთვის, მომავლის საქმეა და არა დამკვიდრება. საქმის გაკეთება თუ ვინმეს სურს, მაგის მეტი რაა?  თუ პოპულარული თემაა? ჰო, ახლა გიამბობთ ძირითად წესზე. 13 იანვარს, დილიდან ცხემლის ჭრის სამზადისი იყო. მე პატარა ბიჭი, მივყვებოდი მამას და ბაბუას ცხემლის შეშის მოსაჭრელად. ახლა ჩემი შვილიშვილი მიმყავს ხოლმე… მერე დავანთებდით შუა ცეცხლს და ღორის თავი და პოჭოკების მოხარშვა იწყებოდა. ზუსტად ასე ვაკეთებ ახლაც.  ქათმები იკვლებოდა, რამდენიც გინდა… ოღონდ, თუ სტუმარი ღამის 12 საათამდე მაინც მოვიდოდა,  მას ამ ქათმების თავ-ფეხით და შიგნეულით მომზადებულ, შესუნელებულ  კერძს მიართმევდნენ.  უბრალოდ, 12 საათამდე , ყურსაც კი  ვერ წააჭრიდი ღორის თავს. სხვა რამეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ახლა რომ მოვიდეს,  ვერ დავტოვებ სტუმარს ქათმის ფეხების ამარა… გევილანძღები, მაინც სხვა დროა… ჰოდა, მერე, გვიან ღამით, 12 საათზე  გავარდებოდა თუ არა თოფი, იწყებოდა ერთმანეთთან გადასვლა. დილაადრიან კი  „აგუნას“ გადაძახილით კარდაკარ სიარული და „ამ ეზოში ფურცელი, იმ ეზოში ყურძენი…“ _ ისმოდა. იცით, ასე ვის მიუმღერებდნენ? მას ვინც, ნაკლებად გაისარჯა გასულ წელს, ან რაღაც უკადრისი საქციელი ჩაიდინა, ფურცელს უსურვებდნენ, ყოჩაღს კი ყურძენს. ეს მეგობრულად მორალის  შეხსენებაც იყო, ადამიანი უკეთ მოქცეულიყო, უკეთ გარჯილიყო მომავალი წლისთვის. და ასეც ხდებოდა. ჭრიდა კიდეც ასეთ მიდგომა… კალანდას მხოლოდ ხაჭაპურს ვაცხობდით და ვაცხობთ. ღვეზელი მხოლოდ შობისაა.  ჭურის მოხდაც შობის წინა დღეს  ხდებოდა, კოპე და მისი ჯანი. ახლაც ასე ვაკეთებ. გადმოვიღებ ჭარიკაში და მერე კი იცით, როგორც მივხედავდით და მივხედავთ… ტკბილეული? გოზინაყი, ქადა კეცზე, რას მიირთმევ უკეთესს, ჯანჯუხა…  კიდევ გავიმეორებ, მარტო გაკვეთილს კი არ უხდება გამეორება. კალანდა ჩვენი სულის და სისხლის ნაწილია.  იგი არსებობს და იარსებებს. ზედმეტობა არაფერში ვარგა. არც მივიწყება შეიძლება, რაც ნამდვილად არ ჩაუდენია გურულ კაცს…

ხეხილოვანების რა სახეობას არ ნახავთ ილია თოიძის კარმიდამოში. ხაზგასმით ამბობს, რომ სამეფო ვაშლის, ნაცარას (იგივე შავი ვაშლი) და ერქომაიშვილის მსხლის ჯიშები გადასარჩენია.

ფუტკარი განსაკუთრებით  უყვარს ბატონ ილიას და ბრაზობს,  „ფაროსანას მიმდევრებმა“ დამიღუპეს ღვთიური ფრინველიო.

კითხვაზე, თუ ვის ან რას გულისხმობს „ფაროსანას მიმდევრად“,  გვპასუხობს:  ვინც შესაწამლად დასდევდა, ყველასო. თან საჩვენებელ თითს ზეაწეულად იშველიებს და ამბობს,  „კაცი თავგადაკლული რომ შრომობს, ერთი კვირით ადრე მაინც უნდა აცნობო, რომ გადაიყვანოს ფუტკარი სხვა  მხარეს, სადაც უფრო დაცული იქნება.

_ ერთი დღით ადრე ან იმ დღეს რომ მეტყვი, ზურგზე მოვიკიდო ასი სკა? _  კითხვა, რომელიც ცოტა გაბრაზებულმა დაგვისვა, პასუხი ვერ გავეცით, უფრო სწორად არ გვქონდა… როგორც დაგვაბარა კი,  სეს-ის რეგიონულ სამსახურს მივაწვდით!

ბედნიერ იანვარს,  როგორც თავად  უწოდებს, კალანდის თვეს, ასევე  სრულ წელიწადს და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს  ენაწყლიან, მართლაც კოლორიტ მასპინძელს, მაკვანეთელ პატრიოტ კაცს, ილია თოიძეს!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ილია თოიძე
გაზიარება86Tweet54Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20 იანვარი, 2026

5 ივლისის საქმე - პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20.01.2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო