ჩოხატაურში ყვითელი ავტობუსების გამოჩენიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ჯერ კიდევ შარშან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით, ფორმალური საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მოხდებოდა განსაზღვრა თუ რომელი მიმართულებით ივლიდნენ.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, კვლავ უცნობია თუ რა მიმართულებით დანიშნავენ თბილისიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოგზავნილ ავტობუსებს.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ დედაქალაქში სხვა ავტობუსებით ჩანაცვლებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების რეგიონებში გაგზავნა ორი წლის წინ დაიწყო. ჩოხატაურში 3 პატარა ყვითელი ავტობუსი გასული წლის აპრილის ბოლოსკენ ჩამოიყვანეს. მათგან ერთი სურების მიმართულებით დადის.
“ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით დანარჩენ ორ ავტობუსზე, რომელი სად უნდა წავიდეს”,_ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.