,,რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” თავმჯდომარემ ირაკლი ყიფიანმა, გაყიდვის მიზნით, საქართველოში შემოიტანა შოკოლადი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი ქაღალდით არის შეფუთული. როგორც ყიფიანი “გურია ნიუსთან“ საუბრისაც აცხადებს, საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით ტკბილეულის შემოტანა და მისი გაყიდვაში ჩაშვება პუტინის პიარ კამპანიას ემსახურება.
– საქართველოში შემოვიტანეთ შოკოლადი პუტინის გამოსახულებით, რომელსაც ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებში დავარიგებთ. ვნებათაღელვის ჩაცხრომის შემდეგ კი გაყიდავშიც გამოვუშვებთ. ჯერ დავარიგებთ შოკოლადებს, ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, რომ ქართველები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მიბრძანდნენ და მხარი დაუჭირონ პუტინს არჩევნებზე. მიხარია, რომ ბეცი პოლიტიკოსების ნაბიჯების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ლმობერია ჩვენი ქვეყნის მიმართ. მე იმას არ ვამბობ, რომ ვიღაცას მადლობა უნდა ვუხადოთ და ვემთხვიოთ, მაგარამ, რაც სათქმელია, უნდა ითქვას. ვამბობ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასეთ პიკში რომ არის შესული, ორივე მხარის ბრალია.
_ რა შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში ისეთი შოკოლადის გაყიდვამ, რომმლის შესაფუთ ქაღალდზეც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პუტინის გამოსახულება იქნება?
_ თელავში, სუფრაზე პუტინის საზღეგრძელო დავლიე, მხოლოდ სიხარულსა და ღიმილს მოიტანს. ვიცი, ადამიანები, რომლებიც აგინებენ პუტინს მხოლოდ იმის გამო, რომ 2008 წელს მიშას მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე არ დაამთავრა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. ტკბილეულის შემოტანა, რომელზეც პუტინის გამოსახულება იქნება აღბეჭდილი, ქართველ მოსახლეობაში გაღიზიანებას გამოიწვევს.
_ მიჩნდება კითხვა, ამ კაცს მეტი საქმე არაფერი აქვს? ეს ერთგვარი დემარშია და რატომ აკეთებს ამას, ჩემთვის გაუგებარია. ასეთი ნაბიჯი მიუღებელია და ვთვლი, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ამგვარი ქმედება დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს შექმნის. ლოგიკას არ ექვემდებარება მისი საქციელი. რაც მოუტანა საქართველოს პუტინის პრეზიდენტობამ, კარგად დავინახეთ. დღეს სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. მინდა გითხრათ, რუსეთში არჩევნები მოდის და ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, არსებული სიტუაცია მაინც არ შეიცვლება, საქართველოს ტერიტორიების ანექსია გაგრძელდება“ , – განაცხადა მამუკა არეშიძემ.