მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივიან, _ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთ-ერთმა, ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც ჩანს, მაფიას გონია, რომ გააჩნია პატივი და ღირსება.
მაფია ცდილობს, დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში. მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგან გამდიდრებულებისგან განსხვავებით, ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს,მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებ ქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს”, _ წერს სააკაშილი.