“ლელო საქართველოსთვის” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მალხაზ ჩხიკვაძე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, დავით შარაშიძეს დებატებში იწვევს, _ ამის შესახებ მალხაზ ჩხიკვაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დებატებში გამოწვევა!
ბატონო დავით, დავით შარაშიძე • Davit Sharashidze
თქვენ, როგორც „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს, ოფიციალურად ამიტომ მოგმართავთ.
არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი და თუმცა საკმარისია, იმისათვის რომ ჩოხატაურელმა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ამისთვის საჭიროა, ამომრჩეველებმა ერთმანეთს შეადაროს კანდიდატების ცოდნა და გამოცდილება, ის თუ რამდენად კომპეტენტურები არიან თვითმმართველობის უფლება-მოვალეობებში. უნდა შეადარონ სამოქმედო პროგრამები და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ თამამად დაუჭირონ მხარი მათ რჩეულს.
თქვენ, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსს, ალბათ გენდომებათ პოლიტიკაში ახალი სტანდარტების დანერგვა, რომელიც, თქვენი პარტიის ლიდერთა რიტორიკისგან განსხვავებით, დაფუძნებული იქნება როგორც ოპონენტების, ასევე ამომრჩევლების პატივისცემაზე.
აქედან გამომდინარე
გთავაზობთ საჯარო დებატებს.
იმედია მიიღებთ ჩემს შემოთავაზებას და შემატყობინებთ 1 დღით ადრე, თუ როდის და რა ფორმატში ისურვებთ დებატებს.
პატივისცემით – თქვენი კოლეგა, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ მალხაზ ჩხიკვაძე, _ წერს მალხაზ ჩხიკვაძე.