„სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “ თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო… შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!”_ აღნიშნული სტატუსი სოციალურ ქსელში დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ერთი კოვზით ზიარება საფრთხის შემცველია.
ზიარების წესთან დაკავშირებით ქვეყანაში საზოგადოების აზრი პანდემიის ფონზე ორად გაიყო, თუმცა, საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.