საზარელი ტრაგედია ხობის მუნიციპალიტში – სოფელ ზემო ქვალონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
“საშინელი ტრაგედიაა. მამა-შვილი შიგ ჩაიწვა. ცეცხლი მეზობლებმა შევნიშნეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახანძროები მალე მოვიდნენ, ხის სახლი სრულად დაიწვა”, _ ამბობენ ადგილობრივები “გურია ნიუსთან”.
ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული,
ლევან ალანიაც. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია.