ბრიტანელ სოციოლოგებს აღარ დარჩათ სფერო, გამოკვლევა რომ არ ჩაეტარებინოთ. რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Sun” საინტერესო მასალა გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა სოციოლოგებმა არ დაიზარეს და იმის შემოწმება დაიწყეს, მამაკაცი უფრო შურიანია თუ ქალი.
ათასობით რესპონდენტის გამოკითხვა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 48 პროცენტი ჩამოყალიბებული შურიანია, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება.
შურის საგანი, ძირითადად, სხვისი კარგი სამსახურია, რაც მამაკაცების 21 და ქალების 13 პროცენტს უკლავს გულს.
სამაგიეროდ, გარეგნობას ძლიერი სქესის წარმომადგენლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და თუ მამაკაცების 12 პროცენტს ღამეები არ სძინავს – სხვები ჩემზე ლამაზები რატომ არიანო, ქალების 21 პროცენტი განიცდის ანალოგიურ წუხილს.