ზუგდიდში მამაკაცი დააკვეს, რომელსაც საკუთარი არასრულწოვანი ბიძაშვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
შეგახსნებეთ, სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 15 წლის გოგონა საკუთარ მამიდაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც არასრულწლოვანის ნათესავები აცხადებენ, მამიდაშვილი საკუთარ ბიძაშვილთან სექსუალურ კავშირს ძალადობის გზით, 1 წელია ახორციელებს.
მათივე თქმით, 32 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას ემუქრებოდა და აიძულებდა, მომხდარის შესახებ არ გაეხმაურებინა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა, იგი რამდენიმე დღის წინ, მომხდარის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრალდებული მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 15-დან 20-წლამდე პატიმრობა ელის.