მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი 30 წლამდე ქალზე სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებას სისტემატიურად ახორციელებდა.
“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ აღნიშნული პირი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138 მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე ისჯება.