როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცის სექსუალობის კრიტერიუმი ყოფილა არა ბოხი ხმა, რკინის კუნთები ან არწივისებური გამოხედვა, არამედ თითების სიგრძე და მათი პროპორციები!
ამ მრავლისმეტყველ დასკვნამდე მივიდა ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ემა ნელსონის ხელმძღვანელობით, რომელიც ადარებდა არათითისა და საჩვენებელი თითების სიგრძეებს მაიმუნთა რამდენიმე სახეობაში; შემდეგ, მიღებულ შედეგებს ადარებდნენ მაიმუნების სექსუალურ და სოციალურ აქტივობას. აღმოჩნდა, რომ პავიანებისა და მაკაკა რეზუსების არათითები საჩვენებელ თითებს აღემატებოდა სიგრძით და ეს მაიმუნები ცნობილნი არიან მოჩხუბარობითა და პოლიგამიისკენ მიდრეკილებით.
მაიმუნი კაპუცინები – პირიქით, რბილი ხასიათით გამოირჩევიან, ერიდებიან ერთმანეთთან კონფლიქტებს, მიდრეკილნი არიან მონოგამიისაკენ და მათი საჩვენებელი თითი უფრო გრძელია არათითზე.
ადამიანის მსგავსი შიმპანზეები და გორილები, აგრესიულობითა და სექსუალობით, იმყოფებიან სადღაც შუაში მაიმუნთა ამ ორ ჯგუფს შორის და მათი საჩვენებელი და არათითი თითქმის თანაბარია.
გამოკვლევის ავტორი ემა ნელსონი მიიჩნევს, რომ მაიმუნების დარად, ადამიანებშიც შეიძლება ორიენტირება ამ თითების მიხედვით – ემნიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რაც უფრო გრძელია მამაკაცის არათითი, მით უფრო მეტი სექსუალური კონტაქტი ჰქონია მას ცხოვრებაში.