აშშ-ის შტატ მინესოტაში, 42 წლის მამაკაცს 7 წლის ქალიშვილის შიმშილით მოკვლის გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, „პოლიციამ გოგონა ტბასთან იპოვა; ის, მამამისის, იულიუს ფაინდეის „უყურადღებობის“ გამო, ჩონჩხისებურად გამხდარი იყო“.
მამის მიმართ განაჩენის გამოტანისას, მოსამართლე პატრიკ შილცმა განმარტა, რომ გოგონა ოჯახში საკვების დეფიციტის გამო არ შიმშილობდა. მას მამა აიძულებდა, რომ ეშიმშილა, რადგან ის ბავშვს შვილად „არ ცნობდა“.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, 7 წლის ჯუელი არასწორი კვებისა და A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციით (GAS) გარდაიცვალა. დოკუმენტების თანახმად, მოზარდს სამი წლის განმავლობაში მკურნალობა არ ჩატარებია. ჯუელის მამის მტკიცებით, ის “ცდილობდა ეზრუნა” გოგონაზე, მაგრამ “ვერ მიხვდა, რომ ბავშვი არასრულფასოვნად იკვებებოდა”.
აშშ-ის რაიონულმა სასამართლომ იულიუს ფაინდეის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა დანაშაული აღიარა ბავშვის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, რაც მისმა უყურადღებობამ გამოიწვია.
მანამდე კი, ამავე ბრალდებით გაასამართლეს გოგონას ბებია და იულიუსის დედა, 63 წლის შერონ მარი როზბარი. სასამართლოს მათ მიმართ განაჩენი ჯერ არ გამოუტანია