“მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელში მამამ შვილი სცემა. ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მამა შვილს დაოჯახებას არასასურველ მამაკაცზე აიძულებდა.
“გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კუსს გადის საავადმყოფოში”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ძალადობის ფაქტი “მოზაიკას” შსს-მაც დაუდასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია მამაკაცი.


































































