“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია”, აღნიშნული განცხადებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის ფოტო საარჩევნო ბანერზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბანერებს შეემატა ახალი საარჩევნო ბანერები:
“ქართული ოცნება” მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ბუნებრივია, ჩვენი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved