„მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები: კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? – ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ -34%; ნაცმოძრაობა – 29% , „ევროპული საქართველო“- 10%, „ლეიბორისტიული პარტია“ – 6%;
ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 % ; „ლელო“- 3%; „გირჩი“ -3% ; ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3%; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2%; „რესპუბლიკური პარტია“- 1% ; „კონსერვატორები“- 1% ; „თავისუფალი საქართველო“-1%.
ენდობა თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას – ამ კითხვაზე მან ჟურნალისტებს ასე უპასუხა:
„ძალიან ბევრი კვლევა ვნახე, მაგრამ არ მინდა საუბარი ვინ არის ან არ არის ობიექტური. ვუცხადებ ნდობას, მინდა მათ ობიექტურობაში ეჭვი არ შევიტანო. ყველას ვურჩევ დაველოდოთ, როდის იქნება აირაის და ენდიაის კვლევები, რომელიც ჩემი აზრით არის კომპენტეტური და იქედან გაირკვევა ყველაფერი.
მთლიან ჯამში ოპოზიცია, რომ ხელისუფლებას უგებს ეს არის ფაქტი. აქ ოპოზიციის მოგებაზე და პროცენტებზე კი არ არის საუბარი… აქ არის ის, რომ ქართველ ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და მმართველობის ქვეშ ცხოვრება. ეს ხელისუფლება წავა 2020-ში.“