წარმოუდგენელი ამბავია, რომ ნიკა მელია თურმე, ძალადობას გმობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირონიულია ძალადობის დაგმობა მელიასგან, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს, სადაც პოლიციელებს უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„ნიკა მელია, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს, სადაც პოლიციელებს უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასეთ განცხადებებს აკეთებს ამის ფონზე, ეს არის ძალიან ირონიული. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ნიკა მელია თურმე, ძალადობას გმობს და გული უწუხს ახლა იმაზე, ვიღაცამ დაგმო თუ არა ძალადობა. მისგან ეს კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და როგორც მის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების დასრულება იქნება.