„გუშინ ჩვენ ვნახეთ საშინელი პროვოკაციები სასამართლოსთან და ვნახეთ, როგორ არ ემორჩილებოდნენ პოლიციას, მაგრამ რა იყო მათი ნარატივი, რომ პოლიცია აწყობდა პროვოკაციებს და წინააღმდეგობას უწევდა მომიტინგეებს, რომ გზა გადაეკეტათ. ასე ტრიალდება ყველა თემა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქედან სწორ დასკვნებს გააკეთებს”,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გუშინ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესისას, სასამართლოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.
აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.