მმართველი გუნდის წევრი კარლო კოპალიანი გიორგი მარგველაშვილის 5-წლიან საპრეზიდენტო მოღვაწეობას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა არასწორი გზა აირჩია და ქართველ ხალხს ზურგი აქცია. ამასთან, კოპალიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მისი შანსი ნულის ტოლი იქნება.
,,პირველ ყოვლისა, ადამიანები ფასდებიან თავიანთი ბიოგრაფიით და განვლილი გზით. მიმაჩნია, რომ მარგველაშვილის შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში არის მინიმუმი. საინტერესოა, რატომ ჰგონია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩვენი ამომრჩეველი ბრიყვია და მოსახლეობა ხელში აყვანილს კიდევ ერთხელ აირჩევს პრეზიდენტად. მარგველაშვილს არ დაავიწყდეს, როგორ გახდა პრეზიდენტი, საქართველომ საუკუნეებს იმიტომ გაუძლო, რომ ქართველ ხალხს ყველაზე მეტად არ უყვარს მოღალატე ადამიანი, მან ქართველ ხალხს უღალატა. სწორედ, ქართველი ხალხის შეკვეთა იყო, რომ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს ერთად უფრო მეტი საქმე გაეკეთებინა ამომრჩევლისთვის. მარგველაშვილი ავლაბრის მთიდან იყურება და ვურჩევ დაეშვას მიწაზე, ცაში ნუ დაფრინავს, ღმერთი ნუ ჰგონია საკუთარი თავი“,_გვითხრა კოპალიანმა.