უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ესპანეთში, მადრიდში ატლეტიკოს წინააღმდეგ, რუსული ავიაკომპანიით – Aeroflot-ით არ გაფრინდა. წერს გამოცემა The Athletic.
გამოცემა წერს, რომ ინგლისურ კლუბს 2013 წლიდან Aeroflot-თან კონტრაქტი აქვს და რეგულარულად დაფრინავს ევროპულ მატჩებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი ჩარტერული ფრენა ესპანეთში — ფრენა A359, რომელიც დაგეგმილი იყო 16:00 საათზე — გაუქმდა.
The Athletic წერს, რო რალფ რანგნიკი და მისი მოთამაშეები გაემგზავრნენ ჩარტერული რეისით, ამჯერად ბრიტანული კლუბი, ბრიტანეთში დაფუძნებულ ავიაკომპანიით ,,Titan Airways“- გაფრინდებიან მადრიდში.
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ოლდ ტრაფორდის წყაროები აცხადებენ, რომ ინგლისური კლუბის გადაწყვეტილების შესახებ რუსული ავიაკომპანია საქმის კურსში იყო და მათი პარტნიორობა მომავალში შეუფერხებლად გაგრძელდება.
[sexy_author_bio]