წელს, გურიაში, ციტრუსოვანთა დიდ მოსავალს ელიან.
_ განსაკუთრებულად მსხმოიარეა წელს მანდარინი. გასულ წელსაც კარგად ესხა, თუმცა, შედარება არაა, _ გვეუბნებიან სოფლების: მერიის, ნატანების და კონჭკათის მცხოვრებლები და ასევე სწუხან იმაზე, რომ, შესაძლოა, შარშანდელივით შეექმნათ პრობლემები კრეფასა და შემდეგ რეალიზაციაში.
გასულ წელს, ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს და თანმხლებ პრობლემებს ხშირად აშუქებდა „გურია ნიუსი“ _ მოსახლეობა ვერ შოულობდა მოკრეფილი მანდარინისთვის საჭირო ყუთებს. ასევე, შეწყდა რეალიზაცია.
მალე მოუკრეფავი ციტრუსოვანთა ბარებს დაათოვა და ტონობით მანდარინი ეზარალა მოსახლეობას. ანალოგიურ პრობლემებს ელიან წელსაც.
_ წელს მეტი პრობლემა გაჩნდება, ალბათ, რადგან, მსხმოიარობა ბევრად მეტია და ამინდებიც ძალიან ცუდი.
შარშან ხალხი ვერ შოულობდა ყუთებს, ნაკლებად შემოდიოდა მყიდველიც. ახლა უმეტესად წვიმს. ნაადრევად მოვიდა თოვლიც მთებშიც.
ორმაგი ძალისხმევა გვმართებს, რომ წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, _ გვითხრა სოფელ ნატანების მკვიდრმა, მაია ნაკაიძემ.
როგორი იქნება წლევანდელი სეზონი, მკვეთრი უამინდობის შემთხვევაში, ამოქმედდება თუ არა დაზღვევის მექანიზმი, როგორაა ამ მხრივ საქმე _ ამ და სხვა თანმხლებ პრობლემებზე , „გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამბობთ.
[sexy_author_bio]