“ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსულ „მართვის მოწმობაზე“ და უნდა ავიღოთ „ევროპული მართვის მოწმობა“ – არავის არ ვურჩევ ქართველი ერისთვის ხელთათმანის სროლას,”– ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, საზოგადოებისგან კიდევ უფრო დიდ პროტესტს მიიღებს.
“საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ გარდა არავინ სვამს კითხვის ნიშანს, რომ კანონი რუსულია და ემსახურება რუსულ საქმეს. არაერთხელ დავასახელე ბევრი მიზეზი, თუ რატომ არის კანონი რუსული, ბევრი მარტივი ტესტი არსებობს ამის: ის ვრცელდება ჩვენს პარტნიორებზე, ზღუდავს ჩვენი პარტნიორების ოპერირებას საქართველოში, ახარებს რუსეთს, ზღუდავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს თქვა არა რომელიმე ოპოზიციის ლიდერმა, არამედ ევროპის უმაღლესმა თანამდებობების პირებმა განაცხადეს, დაწყებული შარლ მიშელით, დამთავრებული ნატო-ს გენერალური მდივნით. როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ამ „რუსული მართვის მოწმობით“ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი, უარი უნდა ვთქვათ რუსულ „მართვის მოწმობაზე“ და უნდა ავიღოთ ევროპული „მართვის მოწმობა“, რომელიც 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. ეს არის მარტივი ფორმულა, რაც უნდა გავაკეთოთ. ხალხი ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. რუსეთი საქართველოში არც დემოკრატიის განვითარებისთვის ზრუნავს, არც სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე, არც მეტ დემოკრატიაზე და რუსეთზე როგორ ვრცელდება? არ მაინტერესებს კანონპროექტი მისი შინაარსით, როცა სტრატეგიულ პარტნიორებს ბლოკავს, მეორე მოსმენას დავესწრები და გავაკეთებთ ყველაფერს, არავის ვურჩევ ქართველი ერისთვის ხელთათმანის სროლას. „ქართული ოცნება“ თუ კიდევ გააგრძელებს ასე, უფრო დიდ პროტესტს მიიღებს. ჩვენი გემა არის – დათქვას „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა, რამდენი ადამიანის დგომა სჭირდება რუსთაველის გამზირზე, რომ ეს კანონი არ მიიღონ და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ”, – განაცხადა პაატა მაჯგალაძემ.